Deutsch macht uns Spass!/ Der zweite Tag.
Deutsch macht uns Spass!
20 ივნისი,2017 წელი,საზაფხულო სკოლა:,,Hallo“
მეორე დღე
მინი ლექცია ,,არტურ ლაისტი და საქართველო.
აქტივობა .1.მინი
ლექცია: ,,გერმანული უმცირესობის კულტურული მარშრუტი საქართველოში“
არტურ ლაისტი
და საქართველო
გერმანული უმცირესობის ისტორია საქართველოში 1817 წლიდან
სოფელ მარიენფელდის დაარსებით იწყება. თუმცა
ჯერ მე-12 და შემდეგ მე-18საუკუნეში, მეფე ერეკლე II-ის მეფობის
დროს გერმანელმა მეცნიერებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოში.
1816 წელს ვიურტემბერგის დედოფალმა დაიწყო შვაბების
გადასახლება,რადგან იმ პერიოდში ამ რეგიონის გლეხობა დიდ გასაჭირს განიცდიდა.ისინი დატანჯა ნაპოლეონის
შემოსევებმა ,ძარცვამ,მაღალმა გადასახადებმა და ამავე დროს პროტესტანტი გერმანელების
მიმართ რელიგიურმა შეუწყნარებლობამ.
ასე ,რომ 1817 წლის 21 სექტემბერს თბილისში ვიურტემბერგიდან
181 გერმანელი ჩამოვიდა.მათ სართიჭალასთან ახლოს დაარსეს სოფელი მარიენფელდი,რომელიც
ამიერკავკასიაში პირველი გერმანული კოლონია იყო.
1818 წელს კიდევ 500 ოჯახი ჩამოვიდა ვიურტემბერგიდან
თბილისში და 1819 წლისათვის კიდევ ხუთი გერმანულიკოლონიადაარსდა.ნოიტიფლისი,ალეხსანდერსდორფი,კატარინენფელდი,ელიზაბეტთალი
და პეტერსდორფი.ამ კოლონიების გაყოფის შედეგად 1956 წლისათვის 29 კოლონია აღმოცენდა.გერმანელები ადგილობრივი ავტონომიით
სარგებლობდნენ და ჰქონდათსკოლები ,სადაც ოფიციალური ენა გერმანული იყო.ისინი ძირითადად
მიზდევდნენ ღვინის წარმოებას ,კარტოფილის მოყვანას,მესაქონლეობასა
და ხელოსნობას.მრავალი მათგანი კარგი ფარმაცევტი იყო და მრავალი აფთიაქის მფლობელებიც
იყვნენ.მაგალითად იულიუს იოჰან ევგენი ზემელი,ასევე ცნობილია Siemens & Halskes
კომპანია,რომელმაც 1860-იან წლეების დასაწყისში გაიყვანა ტელეგრაფის ხაზი,რომელიც თბილისს,სანპეტერბურგსა
და მოსკოვს აკავშირებდა.ხოლო 1870-1880 წლეებში გერმანელი სპეციალისტები ელექტრო სადგურების
ასაშენებლად მოიწვიეს საქართველოში
გადიოდა წლეები და იცვლებოდა ამ ოჯახების მდგომარეობა.განსაკუთრებით
მძიმე იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ,მათი უმრავლესობა
გადაასახლეს ყაზახეთისა და ციმბირის სპეციალურ კოლონიებში,სადაც გაუსაძლისს პირობებეში
ცხოვრობდნენ.დღეს ხდება მათი რეაბილიტიზაცია.1906 წელს კურტ ფონ კუჩენბახის მიერ დაარსდა,,Kaukasische Post“-ი,რომლის მთავარი რედაქტორი
იყო საქართველოს დიდი მეგობარი არტურ ლაისტი.მან პირველმა თარგმნა ვეფხისტყაოსანი გერმანულ
ენაზე.და საქართველოზე შეყვარებულმა საქართველოში ჰპოვა ძვალთშესანახი.
ასე რომ დღეს
მოვინახულებთ ამ შესანიშნავი ადამიანის საფლავს დიდუბის პანთეონში.
Deutscher Schriftsteller und Journalist,Arthur
Leist wurde am 8.Juli,1852 in
Breslau geboren und am 22.März, 1972 in
Tiflis gestorben.Arthur Leist war Chefredakteur derWochenzeitung ,,Kaukasische
Post ,er war Hauptübersetzer von Schota Rustavelis Werk ,,Der Recke im
Tgerfell ins Deutsche.An der staatlichen
Universität Tiflis hielt er Vorlesungen über deutsche Sprache.
მონაწილე მოსწავლეები ,სტუმარი მოსწავლე და მშობლები დიდი ინტერესით უსმენენ მინი ლექციას: არტურ ლაისტისა და გერმანელთა ნაკვალევზე საქართველოში.
აქტივობა :2.სიმღერის ტექსტის შესწავლა
სიმღერის ტექსტი:აRegenliedchen
Es regnet ,es regnet,und alles wird nass:
Die Bäume ,die Blumen,die Tiere das Gras.
აქტივობა:3.სიმღერის ტექსტის შინაარსის ხატვა.
ზოგი მორჩა
სიმღერის ხატვას და ისვენებს.ზოგი კი გულმოდგინედ აგრძელებს მუშაობს,
აქტივობა:4.შესვენება
მეთოდი:სიმღერის დიდაქტიზირება
სიმღერების ტექსტებზე მუშაობის პროცესი
აქტივობა :1.მასწავლებელი კითხულობს სიმღერის
ტექსტს ორჯერ.
აქტივობა: 2.მესამე წაკითხვის წინ ურიგებს
ტექსტს დაჭრილი ფორმით;
აქტივობა:3.შემდეგი წაკითხვისას პარალელურ
რეჟიმში , მაღლა წევენ მონაწილენი ტექსტის
იმ ნაწილს ,რომელიც მათ შეხვდათ;
აქტივობა 4.მასწავლებელი დაფაზე
აკრავს ტექსტს.
აქტივობა: 5.მონაწილე მოსწავლეები ჯერ
ერთად კითხულობენ სიმღერის ტექსტს ,შემდეგ კი სათითაოდ.
აქტივობა;6.მოსწავლეები ხატავენ სიმღერის
ტექსტს.
აქტივობა: 7.ქალბატონი თამარ კალაიჩიშვილი,მუსიკის
.მასწავლებელი ,ასმენინებს მონაწილებს სიმღერის მოტივს.
აქტივობა:7.მასწავლებელი ასმენინებს სიმღერას
.
აქტივობა.8.მასწავლებელი გაამღერებს თითო
სტროფს.შემდეგ აერთიანებს. სტროფებს.ამღერებს სამჯერ ან ოთხჯერ.
აქტივობა :9.ურთიერთ შეთანხმებით მასწავლებლები
და მოსწავლეები უსადაგებენ მუსიკას მოძრაობებს.
აქტივობა : 10 .ყალიბდება .სიმღერის საბოლოო სახე.მუსიკით,ტექსტითა და მოძრაობებით.
საყვარელი ხელის თოჯინები.სხვადასხვა დიალოგების წარმართვა
შეიძლება მათი დახმარებითეო.





Comments
Post a Comment